ბაიერნი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

„მეორე ტაიმში უფრო ეფექტურად ვითამაშეთ“ - ნაგელსმანი ბარსასთან გამარჯვებაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ალიანს არენაზე“ ლუკას ერნანდესისა და ლეროი სანეს გოლებით „ბარსელონა“ დაამარცხა (2:0). მატჩის შემდეგ მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მედიასთან ისაუბრა.

,,სტადიონზე შეკრებილი აუდიტორია ლევანდოვსკის აპლოდისმენტებით შეხვდა. ეს ასე უნდა ყოფილიყო, მან „ბაიერნში“ მრავალი წელი გაატარა და „ბაიერნთან“ ერთად ბევრს მიაღწია, გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოიგო.

„ბარსელონას“ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, პირველ ტაიმში მეტოქეს გოლის გატანის მეტი შანსი ჰქონდა, თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენ გაცილებით ეფექტურად ვითამაშეთ, რამაც მატჩის შედეგი განსაზღვრა.

სადიო მანეს ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას „ლივერპულში“ მოედნის ცენტრშიც უთამაშია. ასე რომ, უნივერსალია და მისი გამოყენება ბევრ პოზიციაზე შეგვიძლია''.

C ჯგუფში „ბაიერნი“ 6 ქულით პირველ ადგილზეა, „ბარსელონასა“ და „ინტერის“ აქტივში 3-3 ქულაა, ხოლო „პლზენი“ 0 ქულით აუტსაიდერია.

მესამე ტურში „ბაიერნი“ „პლზენს“ მიიღებს, „ინტერი“ კი „ბარსელონას“ ესტუმრება. ორივე შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი განსხვავებული ტაიმი - ბაიერნმა ბარსელონას ისევ მოუგო
ორი განსხვავებული ტაიმი - ბაიერნმა ბარსელონას ისევ მოუგო