მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„პიოტრ იანი მერაბისთვის მარტივი მეტოქე იქნება“ - UFC-ის ორგზის ჩემპიონი

MMA-ს ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჰენრი სეჰუდომ საკუთარ Youtube-არხზე პირდაპირი ჩართვის დროს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

35 წლის სეჰუდომ განაცხადა, რომ რუსი მებრძოლი მერაბისთვის იოლი მეტოქე იქნება და დვალიშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

რა თქვა სეჰუდომ:

ვფიქრობ, მერაბისა და პიოტრის დაპირისპირება კარგი სანახაობა იქნება. მგონია, რომ მერაბი მარტივად გაიმარჯვებს. იანთან მას ჭიდაობაში დიდი უპირატესობა ექნება. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს მათი ბრძოლა შედგება. ამაზე იანიც უნდა დაფიქრდეს, მერაბთან ბრძოლა მისთვის დიდი პატივი იქნება.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 21 აგვისტოს, ბრაზილიელი ჟოზე ალდოს წინააღმდეგ იჩხუბა და ლეგენდარული მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ალდოსთან გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი თავისი წონის რეიტინგში მე-3 საფეხურზე აღზევდა და ახლა წონის ტიტულისთვის ბრძოლის რეალური შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ელიას თეოდორუ გარდაიცვალა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი ელიას თეოდორუ გარდაიცვალა