xG - ბარსამ ლიგაზე მომენტების შექმნა-რეალიზების მხრივ ანტირეკორდი დაამყარა
Aa
Aa

xG - ბარსამ ლიგაზე მომენტების შექმნა-რეალიზების მხრივ ანტირეკორდი დაამყარა

„ბაიერნი“ „ბარსელონას“ მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩავის გუნდმა 5 ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოო, ამ ყველაფრის ფონზე ლოგიკური მარცხიც იწვნიეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საგოლე მომენტების შექმნისა და რეალიზების მხრივ კატალონიელებმა მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დაამყარეს.

ცნობილი სტატისტიკური გვერდი Opta „ბაიერნი“ „ბარსელონას“ მატჩზე საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს.

„ალიანს არენაზე“ „ბარსელონას“ xG (ანუ მოსალოდნელი გოლი) 2-ს უდრიდა. ანუ „ბარსას“ სულ მცირე ორი გოლი უნდა გაეტანა. ერთი მატჩისთვის ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ჩავის გუნდს წელს მხოლოდ „პლზენთან“ ჰქონდათ, სადაც 5 ბურთი გაიტანეს.

მოსალოდნელი 2 გოლი (xG) და გატანილი 0 - ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში, გოლების რეალიზების მხრივ მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.

სანე და ნოიერი ბარსას გამოუყენებელ მომენტებზე

ლეროი სანე:

„მატჩის დასაწყისში გაგვიმართლა, თუმცა ზოგჯერ ეს ფეხბურთის ნაწილია. დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო და 3 ქულა მოვიპოვეთ".

მანუელ ნოიერი:

„დღეს გადამწყვეტ მომენტებში იღბალი ლევანდოვსკის მხარეს არ იყო. გაგვიმართლა, რომ მან პირველ მომენტში ააცილა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიტყვები არ მაქვს“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია
„სიტყვები არ მაქვს“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია