ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, რეინჯერსი
Aa
Aa

კვარაცხელიას კარგი მატჩი - ნაპოლიმ რეინჯერსი სტუმრად დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და პირველი გოლი მისი დამსახურებით გავიდა.

პირველი ნახევარ მეტნაკლებად თანაბარ პირობებში წარიმართა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა და მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მეორე ტაიმში კი სიტუაცია შეიცვალა.

ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა ორჯერ მისი დარტყმა კარს აცდა, ხოლო ერთ შემთხვევაში მეკარემ აჯობა. 68-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის დარტყმას „რეინჯერსის“ კარში პენალტი მოყვა, რადგან შოტლანდიური კლუბის ფეხბურთელს ბურთი ხელში მოხვდა. თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად პოლიტანომ შეასრულა.

56-ე წუთიდან მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ და იტალიელთა უპირატესობა გაიზარდა. 85-ე წუთზე რასპადორიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნდომბელემ საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით „ლივერპული“ და „აიაქსი“ იყოფენ. მომდევნო ტურში სპალეტის გუნდი „აიაქსს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი "რეინჯერსთან"

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ბექაური: გამარჯვებისთვის დაბადებული! - ოლიმპიური ჩემპიონის ინტერვიუ EJU-სთან
ლაშა ბექაური: გამარჯვებისთვის დაბადებული! - ოლიმპიური ჩემპიონის ინტერვიუ EJU-სთან