ხოჭოლავა უშეცდომო იყო - კოპენჰაგენმა სევილიასთან არ წააგო
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ საკუთარ კედლებში „სევილიას“ დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
მატჩი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და გუნდებმა კარში ზუსტად მხოლოდ 2-2 ჯერ დაარტყეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავა სასტარტოში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ქართველი მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და Sofascore-მა მას შეფასებად 7.3 დაუწერა.
დანიის ჩემპიონმა ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტური სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება. „კოპენჰაგენს“ 5 ოქტომბერს მანჩესტერში „სიტისთან“ დაპირისპირება ელის.