ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, რეინჯერსი
Aa
Aa

“ამაღლებული და ბუნებრივი“ - Tuttomercatoweb და Calciomercato ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და პირველი გოლი მისი დამსახურებით გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა იტალიურმა გამოცემებმა Tuttomercatoweb-მა და Calciomercato-მ ხვიჩა შეაფასეს.

რას წერს Calciomercato?

„ამაღლებული და ბუნებრივი. მეტოქეებს ყოველთვის აიძულებს, რომ გაორმაგებული ყურადღებით ითამაშონ. როდესაც ის ურტყამს ყოველთვის სახიფათოა. კვარაცხელიას კარგმა თამაშმა პოლიტანოს გოლი გამოიწვია.“ - შეფასება 7 ქულა.

რას წერს Tuttomercatoweb?

„კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეს საღამო ქართველისთვის თავის გამოსაჩენად იდეალური იყო. ხვიჩა სპექტაკლებისთვის და ხრიკებისთვის არის შექმნილი.“ - შეფასება 7 ქულა

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით „ლივერპული“ და „აიაქსი“ იყოფენ. მომდევნო ტურში სპალეტის გუნდი „აიაქსს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი „რეინჯერსთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბედნიერები ვართ“ - სპალეტი რეინჯერსის დამარცხების შემდეგ
“ბედნიერები ვართ“ - სპალეტი რეინჯერსის დამარცხების შემდეგ