ევრობასკეტი: მორიგი სენსაცია - პოლონეთმა სლოვენია დაამარცხა
Aa
Aa

ევრობასკეტი: მორიგი სენსაცია - პოლონეთმა სლოვენია დაამარცხა

ევრობასკეტის მეოთხედფინალები მორიგი სენსაციით დასრულდა. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ლუკა დონჩიჩი და სლოვენია პოლონეთთან 87:90 დამარცხდა.

პოლონეთმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო, პირველი და მეორე მეოთხედები 29:26 და 29:13 მოიგო.

სლოვენიამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მესამე მეოთხედიდან სცადა და 24:6 მოიგო, თუმცა პოლონელებმა გამოიღვიძეს და დასკვნით ათწუთეული 26:24 მოიგეს.

ლუკა დონჩიჩმა 14 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა გაიფორმა და 7 გადაცემა გააკეთა, თუმცა მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, მაგრამ პოლონელებმა NBA-ს ვარსკვლავს მეტის ჩაგდების საშუალება არ მისცეს.

პოლონელთა რიგებში საუკეთესო მატეუშ პონიტკა იყო, რომელსაც სამმაგი დუბლი ჰქონდა - 26 ქულა, 16 მოხსნა და 10 გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთი ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა 16 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრობასკეტი: დრამატული ბრძოლა - საფრანგეთმა იტალიას ოვერტაიმში მოუგო
ევრობასკეტი: დრამატული ბრძოლა - საფრანგეთმა იტალიას ოვერტაიმში მოუგო