იუვენტუსი, ჩემპიონთა ლიგა, მასიმილიანო ალეგრი, ბენფიკა
Aa
Aa

„რამის ახსნას და ლაპარაკს აზრი არ აქვს“ - ალეგრი ბენფიკასთან წაგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსისთვის“ მძიმედ მიმდინარეობს. „ბიანკონერიმ“ პირველ ტურში პსჟ-სთან წააგო, ხოლო მეორე ტურში საკუთარ კედლებში 1:2 „ბენფიკასთან“ დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ხანდახან ფეხბურთი ასახსნელად ძალიან რთულია. იმის თქმა შემიძლია, რომ, როდესაც 1:2-ს ვაგებდით გავრისკეთ და თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ უფრო დიდი ანგარიშით დავმარცხებულიყავით. ახლა არაფრის ახსნას და ლაპარაკს არ აქვს აზრი. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ფეხბურთში ასეთი მომენტები დგება. ახლა როგორც ერთი გუნდი ისე უნდა დავდგეთ. სერია ა-ში „მონცას“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და უნდა მოვემზადოთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორი მატჩი ზედიზედ არასდროს წამიგია, მაგრამ არის რაღაცები, რაც პირველად ხდება. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც გვაქვს და სანერვიულო არაფერია.“

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის წაგების შემდეგ, „იუვენტუსი“ ჯგუფში ბოლო ადგილზე 0 ქულით იმყოფება. მომავალ ტურში „ბებერი ქალბატონი“ „მაკაბი ჰაიფას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრობასკეტი: მორიგი სენსაცია - პოლონეთმა სლოვენია დაამარცხა
ევრობასკეტი: მორიგი სენსაცია - პოლონეთმა სლოვენია დაამარცხა