სუმო, ტოჩინოშინი, აკი ბაშო
Aa
Aa

დასანანი მარცხი - ტოჩიმ მესამედ წააგო

აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ იორიკირით დამარცხდა.

ლევან გორგაძემ შეხვედრის სტარტზევე დათმო უპირატესობა და გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. ქართველმა რიკიშიმ რთული მდგომარეობიდან დაღწევა კონტრილეთით სცადა, თუმცა ენდომ წამის მეასედებით აჯობა.

შედეგად, ტოჩინოშინმა სექტემბრის სუპერტურნირზე მესამე წაგება ჩაიწერა და მოგება-წაგებათა ბალანსი 2:3-ზე გაუხდა.

ქართველი სუმოისტი აკი ბაშოზე მომდევნო შეხვედრას ხვალ, დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკანოშოსთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო