იბერია 1999, ლაშა პარუნაშვილი
Aa
Aa

ლაშა პარუნაშვილი საბურთალოში ითამაშებს

29 წლის ქართველი ნახევარმცველი, ლაშა პარუნაშვილი კარიერას კრისტალბეთ ეროვნელი ლიგის კლუბ „საბურთალოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია თბილისურმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფეხბურთელი კლუბს უახლოეს საათებში შეუერთდება და ხვალ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშსაც ჩაატარებს.

საგულისხმოა, რომ პარუნაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და რამდენიმე წლის განმავლობაში იცავდა თბილისური გუნდის ღირსებას.

ქართველი ფეხბურთელი ბოლოს „დანიის“ ჩემპიონატის კლუბ „ეისბერგში“ თამაშობდა.

ცნობისთვის, ლაშა პარუნაშვილი გურამ გოშთელიანის, ბექა ქურდაძისა და გიორგი ჯინჯოლავას შემდეგ მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას შეურაცხყოფა მიაყენეს - რეინჯერსის ფანები ნაპოლის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ
ხვიჩას შეურაცხყოფა მიაყენეს - რეინჯერსის ფანები ნაპოლის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ