ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს

ლუჩიანო სპალეტიმ „რეინჯერსთან“ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კრიტიკული შეფასება როგორც ჩანს, მტკივნეულად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაშიც მიიღეს.

იტალიელი საფეხბურთო აგენტი საბატინო დურანტე თვლის, რომ სპალეტის გუნდში გამოკვეთილი ფიგურის, ლიდერის ყოლა არ უნდა და ქართველი სწორედ ამიტომ გააკრიტიკა. დურანტე მას არ ეთანხმება.

„სპალეტის მძაფრი შეფასება კვარაცხელიას მიმართ პროტაგონისტული შიშით არის გამოწვეული. დიახ, ეს მწვრთნელის ხასიათის მხარეა და მას არ სურს გუნდში გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდეს. ერთ დღესაც, როდესაც კვარაცხელია ფორმაში არ იქნება და ბურთს დაკარგავს, რაც გუნდს ძვირად დაუჯდება, სპალეტი მას ეტყვის, რომ პასი უნდა გაეკეთებინა, კვარა კი უპასუხებს - „მე ვთამაშობ ისე, როგორც ვიცი“. ასეთ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ჩემპიონის თვისებები აქვთ, უმჯობესია მწვრთნელები გაჩუმდნენ.

ქართველი სწორედ ასეთია (ჩემპიონი), მას ყველაფერი აქვს. ბევრ დრიბლინგს აკეთებს? არა, მან თამაში ზუსტად ასევე უნდა გააგრძელოს. ფეხბურთი ასეთია და თუ ამ ბიჭს შევზღუდავთ, შედეგად მეორე დონის მოთამაშეს მივიღებთ, ისეთს, როგორებიც დღეს იტალიურ ფეხბურთში არიან. კვარა კარგი გაგებით „სამოყვარულო“ ფეხბურთს თამაშობს.

ფიორენტინასთან ცუდად ითამაშა? იმიტომ რომ დოდო მას კარგად დაუდგა. მიუხედავად ამისა, ქართველმა გუნდელებს მაინც ბრწყინვალე პასები გაუკეთა და მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ ხვიჩას დაცვაში თამაში დაუწუნა და ასევე პასის დაგვიანება. ის თვლის, რომ კვარა რიგ მომენტებში გუნდელებს იგნორს უკეთებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრობლემა მეტწილად „ნაპოლის“ სხვადასხვა მოთამაშეებს აქვთ, რაც მწვრთნელს რატომღაც არ აღუნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას შეურაცხყოფა მიაყენეს - რეინჯერსის ფანები ნაპოლის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ
ხვიჩას შეურაცხყოფა მიაყენეს - რეინჯერსის ფანები ნაპოლის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ