ტოჩინოშინი
Aa
Aa

აკი ბაშო: ტოჩინოშინის მე-4 მარცხი

ტოჩინოშინმა „აკი ბაშოს“ მე-6 დღეს მორიგი ბრძოლა გამართა და მე-10 მაეგაშირა ტაკანოშოსთან მარცხი იწვნია.

დღევანდელ ბრძოლამდე ლევან გორგაძე მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებით 1:4-ს აგებდა და მისი დამარცხება ვერც ამჯერად შეძლო.

მეტოქემ სასტარტო ტაჩიაის შემდეგ, გამარჯვება მალევე შეძლო და ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაიყვანა.

გორგაძეს ამჟამად ბალანსი 2:4-ზე აქვს.

მე-7 დღეს ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს შეხვდება, რომელიც ჩინებულად ასპარეზობს და ბალანსი 5:1-ზე აქვს. ქართველი მას აქამდე 3-ჯერ შეხვდა, ორჯერ მოუგო და ერთჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA 23 - გიორგი მამარდაშვილის მონაცემები ცნობილია
FIFA 23 - გიორგი მამარდაშვილის მონაცემები ცნობილია