საფრანგეთი ფინალშია - დომინანტური გამარჯვება პოლონეთთან
Aa
Aa

საფრანგეთი ფინალშია - დომინანტური გამარჯვება პოლონეთთან

ევრობასკეტის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პოლონეთის ნაკრებმა, რომელმაც მეოთხედფინალში ასპარეზობას ერთ-ერთი ფავორიტი, სლოვენია გამოთიშა, საფრანგეთს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უშანსოდ დამარცხდა.

ფრანგებმა ფენომენალური კალათბურთი აჩვენეს და დამსახურებულად იმარჯვეს. რუდი გობერმა და კომპანიამ პირველი მეოთხედი 15:9 მოიგეს, შესვენებაზე კი 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 34:18. მეორე ტაიმი საფრანგეთმა 14:5 გაქცევით გახსნა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 28 ქულით იგებდა. პოლონეთმა ჩამორჩენის აღმოფხვრაც ვერ მოახერხა და საბოლოოდ 95:54 განადგურდა.

ფრანგებს გერშონ იაბუსელემ ულიდერა, რომელსაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ელი ოკობომ და ევან ფურნიემ 10-10 ქულა დააგროვეს. რუდი გობერმა 6 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა, ხოლო ვინსენ პუარე, ტერი ტარპეი და ამატ მბაიე 8-8 ქულით გამოირჩნენ. პოლონელთა მხრიდან 10-ქულიანი ნიშნული ვერავინ გადალახა. მიხალაკმა და სლოტერმა 9-9 ქულა ჩააგდეს, ხოლო პონიტკას ანგარიშზე 7 ქულა იყო.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტის ვინაობა დღესვე გაირკვევა და თბილისის დროით, 22:30-ზე, გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირებას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი მეკარე: „ხვიჩა კაკაზე ძლიერი ფეხბურთელია“
ნაპოლის ყოფილი მეკარე: „ხვიჩა კაკაზე ძლიერი ფეხბურთელია“