ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 19-20 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქში რიგის თასზე ითამაშებს. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 19 სექტემბერს ლიეტუვას დაუპირისპირდება. 20 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი ლატვიის ნაკრები იქნება.

ავთანდილ ასათიანმა მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 16 ფეხბურთელი გამოიძახა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ისტორიული წელი აქვს ქართულ ფუტსალს, მაგრამ, ამავდროულად, წინ ვიხედებით და მომავალზე ვფიქრობთ. უკვე ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მოხარული ვარ, რომ ბელგიის მატჩამდე ორი ამხანაგური თამაში გვექნება. ამ შეხვედრებში ვნახავთ, თუ როგორ კონდიციაში არიან ჩვენი ფეხბურთელები, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სრული შემადგენლობით ფაქტობრივად არ შევკრებილვართ. ეს შეკრება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კარგად მომზადებული შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ორივე ამხანაგური თამაშის გამარჯვებით დასრულება".

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი) ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი) 

რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი ჯგუფის მოგება იყო და ეს მიზანი ისევ ძალაშია“- რა ითქვა სანიოლის პრესკონფერენციაზე
„მიზანი ჯგუფის მოგება იყო და ეს მიზანი ისევ ძალაშია“- რა ითქვა სანიოლის პრესკონფერენციაზე