უხელფასობა და პროტესტი - შუქურა, რომელიც უმაღლესი ლიგისთვის იბრძოდა, იშლება?
Aa
Aa

უხელფასობა და პროტესტი - შუქურა, რომელიც უმაღლესი ლიგისთვის იბრძოდა, იშლება?

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი ქობულეთის შუქურაა, რომელსაც 38 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე მყოფ სპაერზე 6 ქულითაა წინ. რევაზ გოცირიძის გუნდმა 12 მატჩი მოიგო, 4 შეხვედრა დათმო და ფრედ მხოლოდ 2 მატჩი დაასრულა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა შუქურასთვის რთული აღმოჩნდა. CrystalSport-ის ინფორმაციით, გუნდში არასახარბიელო ფინანსური ვითარებაა, რაც ფეხბურთელების ანაზღაურებაზე აისახა. ახალი ფეხბურთელების გამოკლებით, გუნდის უდიდესს ნაწილს, ძირითად ბირთვს, 3-თვეზე მეტია, რაც ხელფასი არ აუღია. ფეხბურთელების მოლოდინები კლუბის ხელმძღვანელობას უკავშირდება, რადგან მმართველი მხარე ფეხბურთელებს დავალიანების გადახდას დროდადრო პირდებოდა. საბოლოოდ, დაპირებები დროში გაიწელა და ამ  დრომდე დაპირებად დარჩა.

18 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ გუნდს მატჩი სამტრედას წინააღმდეგ, სამტრედიაში აქვს  ჩანიშნული, თუმცა CrystalSport-ის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე ფეხბურთელებს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ აქვთ, გავლენ თუ არა მოედანზე. უდიდესი ალბათობით, შუქურა მატჩს დუბლ-შემადგენლობით ჩაატარებს.

გუნდის ბედი სასწორზეა, არ დაიზაროთ სამტრედიაში წამოსვლა. ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ და ამ გუნდის გადასარჩენად ვიბრძოლოთ, - წერს სოციალურ ქსელში შუქურას გულშემატკივარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება