ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„21 წლის ასაკში უკვე ლიდერია“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერს

ავტორიტეტული Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობას გამოეხმაურა. ცნობილი იტალიური გამოცემის დღევანდელ ნომერში „კვარას“ მიერ „მილანთან“ ნაჩვენებ თამაშზეა ყურადღება გამახვილებული და Corriere dello Sport-ი აცხადებს, რომ „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში მას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება.

„კვარაცხელიამ მილანი გატეხა, შემდეგ ხაფანგში შეიტყუა და ნაპოლის გამარჯვებისთვის საჭირო პირობები შექმნა. 21 წლის ასაკში ხვიჩა ჩემპიონატის ლიდერია და სკუდეტოსთვის რბოლაში ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

პირველ ნახევარში, ხვიჩამ ორ მეურვეს, რომლებიც სტეფანო პიოლიმ მიუჩინა, ყვითელი ბარათი მიაღებინა და როსონერის თავკაცს მათი შეცვლა აიძულა. მეორე ტაიმში, მან თავისი ცრუმოძრაობით დესტი მოატყუა, წესები დაარღვევინა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა“, - წერს Corriere dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ რომ Corriere dello Sport-ის დღევანდელი ნომრის გარეკანზე ხვიჩას ვხედავთ და იტალიური გამოცემა წერს: „კვარა მეთაურობს“. ცნობისთვის, ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას პირველ ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ტორინოს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 10 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის ასისტენტი: ლუჩიანო რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა
სპალეტის ასისტენტი: ლუჩიანო რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა