გიორგი მამარდაშვილი
Aa Aa

მამარდაშვილის აღიარებები - Marca-ს სიმბოლური და ტურის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „სელტას“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. „მამარდას“ ასპარეზობა ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და Marca-მ იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მამარდაშვილთან ერთად Marca-ს რჩეულთა შორის პაბლო მაფეო, რაულ ალბიოლი, დავიდ ალაბა, ხუან იგლესიასი, ანდრე ალმეიდა, ბრაის მენდესი, პედრი, რობერტ ლევანდოვსკი, როდრიგო და ბორხა იგლესიასი მოხვდნენ. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის გარდა, „მამარდა“ Football Talent Scout-მაც გამოარჩია და გიორგის ევროპის მასშტაბით, 23-წლამდე ფეხბურთელთა გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში ვხედავთ.

ეს ყველაფერი არაა. ქართველი მეკარის მიერ „სელტასთან“ აღებული ბურთი ლა ლიგის მე-6 ტურის 5 საუკეთესო სეივს შორის დასახელდა. „მამარდასთან“ ერთად ლა ლიგამ აგუსტინ მარკესინი, დავიდ სორია, ტიბო კურტუა და ხერემიას ლედესმა გამოარჩია.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა და საშუალოდ 3 სეივს ახორციელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩში სასტარტოში ჩაატარა და შეუცვლელად ითამაშა.

გაზიარება: