საბა საზონოვი
Aa
Aa

რუსი დეპუტატი: საზონოვი მოღალატედ ვერ ჩაითვლება, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რომან ტერიუშკოვი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს, საბა საზონოვს მოღალატედ არ მიიჩნევს.

რუსი პოლიტიკოსის განცხადებით, ფეხბურთელი მოღალატედ ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნის ნაკრებში თამაშს გადაწყვეტს, საქართველო კი მათ რიგებში არ შედის.

რას ამბობს რომან ტერიუშკოვი:

საბა საზონოვს მოქალაქეობა არ შეუცვლია. მას აქვს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - რუსეთის და საქართველოსი. მან საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, რაც აბსოლუტურად მისი უფლება და არჩევანია.

საზონოვი მოღალატე არ არის. მას საქართველოში ოჯახური კავშირები აქვს. რამდენადაც ვიცი, მას მთელი ცხოვრება ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ახლა, თუ ის საქართველოს ნაკრებში თამაშს გადაწყვეტს, მაშინ რუსეთის პრემიერ ლიგაში ლეგიონერად ჩაითვლება, შესაბამისად, საშინელი არაფერი მომხდარა.

მოღალატეს ვუწოდებდი მათ, ვინც რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყანაში გადაწყვეტს თამაშს, საქართველო კი რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი ამ დროისთვის მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავს, მანამდე კი „ზენიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა და კარიერაც სწორედ ამ კლუბში დაიწყო. 20 წლის ფეხბურთელი დედით ქართველი, მამით კი რუსია. 20 წლის ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაში არჩია და ის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უახლოესი ამხანაგური შეხვედრებისთვისაც გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება“ - იაშვილმა საბა საზანოვზე ისაუბრა
„გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება“ - იაშვილმა საბა საზანოვზე ისაუბრა