ბათუმის დინამო, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

ბათუმის დინამოს კრისტიან ძაკარდო ესტუმრა

ბათუმს ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო მენეჯერი, კრისტიან ძაკარდო ესტუმრა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ბათუმის „დინამოსთან“ თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა. ძაკარდოს სტუმრობასთან დაკავშირებით კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

რას წერს ბათუმის დინამო:

ჯონი ბაკურიძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და ახლა უკვე ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი - კრისტიან ძაკარდო და ქართველი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გვესტუმრნენ.

არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე რომელიც ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ იტალიელ საფეხბურთო მენეჯერთან გამართა საუბარი შეეხო სამომავლო ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ, დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარებას, პერსპექტიული მოთამაშეების მოძიებას და ძირითადი გუნდის გაძლიერებას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდოს გარდა ასეთი გავლენა არავის მოუხდენია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
„რონალდოს გარდა ასეთი გავლენა არავის მოუხდენია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა