ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო ლოპესი
Aa
Aa

„ხვიჩას ვალენსიაში თამაში სურდა“ - ესპანელი აგენტი უცნობ ამბავს იხსენებს

ესპანელმა საფეხბურთო აგენტმა ანტონიო ლოპესმა RADIO MARCA-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ლოპესი, რომელიც გიორგი მამარდაშვილთან თანამშრომლობს, ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემასთან ამბობს, რომ „ვალენსიას“ კვარაცხელიას გადაბირების შანსი ჰქონდა, თუმცა კლუბის გენერალურმა დირექტორმა სინ ბაიმ ქართველ გარემარბზე უარი თქვა.

„საქართველოში ბევრი კარგი ფეხბურთელია. კვარაცხელია ახლა სერია ა-ში თამაშობს, მისი დამატება „ვალენსიას“ შევთავაზე, თუმცა მათ დროულად არ იმოქმედეს. „ვალენსიას'', ომის გამო, კვარაცხელიას უფასოდ დამატება შეეძლო. ფეხბურთელს „ვალენსიაში“ თამაში სურდა, მაგრამ სინ ბაიმ ეს ხელსყარელი მომენტი ვერ დაინახა“.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა, ბათუმის „დინამოში“ ითამაშა, ივლისიდან კი „ნაპოლის“ ფეხბურთელია, სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. მე-7 ტურში „მილანთან“ მოგებულ შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ საგოლე პასი შეასრულა, „რეინჯერსთან“ კი პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქებს ნიშნისმომგები მესიჯები სათითაოდ გავუგზავნე“ - აჩი დავითაშვილის ტრანსფერზე
„თურქებს ნიშნისმომგები მესიჯები სათითაოდ გავუგზავნე“ - აჩი დავითაშვილის ტრანსფერზე