გიორგი მამარდაშვილი, ანტონიო ლოპესი
Aa
Aa

ქართველი გარემარბი ვალენსიაში? - კონტრაქტი მაგიდაზე დევს

ესპანელმა საფეხბურთო აგენტმა ანტონიო ლოპესმა RADIO MARCA-სთან ინტერვიუში საინტერესო სიახლე გააჟღერა. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში „ვალენსიას“ მეორე გუნდში ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს. ანტონიო ლოპესს მისი გვარი არ გაუჟღერებია, თუმცა მოთამაშე ამპლუით გარემარბია.

ანტონიო ლოპესი:„საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ერთ-ერთი ქართველი გარემარბი „ვალენსიას“ ბ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა, კონტრაქტი მაგიდაზე დევს, თუმცა ტრანსფერი დახურული არაა“.

ფოტოზე: გიორგი მამარდაშვილი და ანტონიო ლოპესი

„ვალენსიას“ სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი მიგელ ანხელ ანგულოა, რომელიც „ღამურებში“ თამაშობდა, 2003-04 წლების სეზონში რაფაელ ბენიტესის ფორმაციის „ვალენსიასთან“ ერთად ლა ლიგა და UEFA-ს თასი მოიგო.

შეგახსენებთ, 2021 წლის ზაფხულში თბილისის „დინამომ“ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გაანათხოვრა. „ღამურები“ ახალგაზრდა ქართველს მესამე მეკარედ განიხილავდნენ, თუმცა მან შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინა და გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, MARCA-ს ვერსიით მამარდაშვილი ლა ლიგის საწყისი ექვსი ტურის საუკეთესო მეკარეა. აქედან გამომდინარე, ესპანურ კლუბში ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა. შესაძლოა, მალე „ღამურებში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.

მთავარ ფოტოზე: „ვალენსიას“ ბ გუნდის მთავარი მწვრთნელი მიგელ ანხელ ანგულო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ვალენსიაში თამაში სურდა“ - ესპანელი აგენტი უცნობ ამბავს იხსენებს
„ხვიჩას ვალენსიაში თამაში სურდა“ - ესპანელი აგენტი უცნობ ამბავს იხსენებს