ტოჩინოშინი, აკი ბაშო
Aa
Aa

მე-7 მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩის წაგების უფლება აღარ აქვს

აკი ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა რიუდენს (ბალანსი 6:4-ზე) შეხვდა და სამწუხაროდ, იორიკირით დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზე ლევანმა ტაჩიაის დროს მავაშში ჩავლება სცადა, თუმცა მეტოქემ თავი კარგად დაიცვა. საბოლოოდ, მიწოლაში რიუდენი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ქართველი რიკიში დოჰიოდან გადაიყვანა.

ამ მარცხის შემდეგ, ქართველი რიკიშის ბალანსი 4:7-ზე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინს წაგების უფლება აღარ აქვს. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად, ლევანმა დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან ოთხივე უნდა მოიგოს.

ხვალ, ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა ჰირადოუმი (ბალანსი 5:6-ზე) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები