საქართველოს 19-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

მარცხი დანიასთან - 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წაგებით დაიწყეს

საქართველოს ფეხბურთელთა 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ნაკრებმა პირველი მატჩი დანიასთან სტუმრად გამართა და 3:1 დამარცხდა.

სამწუხაროდ, მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა, იმის მიუხედავად, რომ დანიელები 90 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ, ლაშა ფირცხალაიშვილის ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდის შექმნა მაინც მოახერხეს, თუმცა მხოლოდ 1 შანსი გამოიყენეს.

მასპინძლებმა ანგარიში 37-ე წუთზე, როსის გოლით გახსნეს, ზუსტად 3 წუთში კი ბუნდგარდმა სხვაობა 2-ბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე კრისტენსენმა ჩვენი გუნდის კარში მესამე გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებიდან კი პრესტიჟის ბურთი 87-ე წუთზე დავით გოცირიძემ შეაგდო.

ლაშა ფირცხალაიშვილის

გუნდის ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს 24 სექტემბერს, სტუმრად ინგლისის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 16:00 დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე