ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

„იყიდეთ კვარაცხელია“ - მანჩესტერ სიტის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს

„იყიდეთ კვარაცხელია!“ - ამ წარწერით, სოციალურ ქსელში „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრების მოთხოვნები გაჩნდა, რომლითაც ისინი პეპის გუნდის ხელმძღვანელებს ქართველი ფეხბურთელის ყიდვას სთხოვენ.

გულშემატკივრები წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები იდეალურად ერგება გუარდიოლას სათამაშო სტილს და ის გუნდიდან „ჩელსიში“ წასული რაჰიმ სტერლინგის იდეალური შემცვლელი იქნება.

რა გვხვდება Twitter-ზე:

გთხოვთ, მოიყვანეთ ეს ბიჭი. ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს და სტერლინგის იდეალური შემცვლელი იქნება. ხვიჩა კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, ის გუნდისთვის უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე რაფაელ ლეაო, რომლის ყიდვაც ასე ძალიან გვსურს.

შეგიძლიათ, უკვე თქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მალე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი იქნება.

შეიყვანეთ ის სატრანსფერო სიაში, მისი სახელია ხვიჩა კვარაცხელია.

მანჩესტერ სიტის ხვიჩა კვარაცხელია სჭირდება. იმედი მაქვს, მას თვალს ადევნებთ.

მანჩესტერ სიტი, ყველა წმინდანის სიყვარულისთვის, გემუდარებით, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია და მიხაილო მუდრიკი იყიდეთ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა: “კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა“
უეფა: “კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ერთობა“