ტოჩინოშინი, აკი ბაშო
Aa
Aa

აკი ბაშო: ტოჩინოშინმა მე-8 ბრძოლა წააგო და უარყოფითი ბალანსი გაინაღდა

სექტემბრის სუპერტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ჰირადოუმის დაუპირისპირდა. ლევანისთვის ეს ბრძოლა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი რიკიში დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას გააგრძელებდა.

სამწუხაროდ, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ტოჩინოშინი და ქართველი გულშემატკივრები ისურვებდნენ. შეხვედრის სტარტზე ორივე სუმოისტს ძლიერი ტაჩიაი ჰქონდა. ლევანს ორჯერ შეეძლო ორთაბრძოლის სათავისოდ დასრულება, ჯერ კისერზე მოქაჩვით მეტოქის დოჰიოზე დაგდებით და შემდეგ მისი იორიკით გადაყვანით, თუმცა საბოლოოდ ჰირადოუმიმ უფრო მეტი მოქნილობა გამოიჩინა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

სამწუხაროდ, ლევან გორგოძემ აკი ბაშოს დასრულებამდე 3 დღით ადრე გაინაღდა მაკე-კოში. მისი ბალანსი 4:8-ზე გახდა და დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვების შემთხვევაშიც არაფერი შეიცვლება.

ხვალ, ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები