მანჩესტერ იუნაიტედი, დავიდ დე ხეა, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

მაგუაიერი მიიჩნევს, რომ მისი წარუმატებელი თამაში დე ხეას ბრალია

მანჩესტერ იუნაიტედის მცველი, ჰარი მაგუაიერი თავის ბოლოდროინდელ არადამაჯერებელ თამაშს დავიდ დე ხეას აბრალებს.

გასულ სეზონში, 29 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო მოედანზე მეკარის კომუნიკაციის სტილით. ამის გარდა, მაგუაიერს არ მოსწონდა ის, რომ დე ხეა კარის ხაზს არ ტოვებდა. ფეხბურთელის თქმით, ამ ფაქტორებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მანჩესტერ იუნაიტედის დაცვის ხაზის თამაშზე და წარუმატებლობაც გარკვეულწილად ამის გამო იყო გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას კი ESPN-ი, თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მაგუაიერი იუნაიტედის სათამაშო სქემაში თავს კომფორტულადაც ვერ გრძნობს.

რას ამბობენ წყაროები:

ჰარის თავის გარშემო ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებიც ტემპს არ დააგდებენ და შეინარჩუნებენ, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მას ეს არ აქვს. თუ „მანჩესტერ სიტის“ მცველს, რუბენ დიასს იუნაიტედში, ჰარისთან ერთად დააყენებთ, მაშინ მას დიდი პრობლემები ექნება, მაგუაიერი კი შესანიშნავად ითამაშებს.

გასული წელი ჰარისთვის კარგი არ ყოფილა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მას მწვრთნელები და ფეხბურთელებიც არ დაეხმარნენ. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში მისი თავდაჯერებულობა შესუსტდა.

ცნობისთვის, ჰარი მაგუაიერმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამ შეხვედრაში ითამაშა და სამივე მატჩი „წითელი ეშმაკების“ მარცხით დასრულდა. საგულისხმოა, რომ მაგუაიერის გარეშე ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ყველა შეხვედრის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ALL STAR-ის მატჩი - ჩელსის ამერიკელი მფლობელის იდეა
პრემიერ ლიგის ALL STAR-ის მატჩი - ჩელსის ამერიკელი მფლობელის იდეა