ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

ლაშა ტალახაძის დომინაცია - 460 კილოგრამი ორჭიდში და ოქროს მედალი

დუშეთში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირში მონაწილეობა 14 რაიონის 100-მდე სპორტსმენმა მიიღო და დღეს, გამარჯვებულები 102, 109 და +109 წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. დიდ ინტერესს იწვევდა ლაშა ტალახაძის ასპარეზობა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 245 კილოგრამს მოერია და ორჭიდის ჯამში 460 კგ დააფიქსირა. მეორე ადგილი მიხეილ ადამიამ დაიკავა - 162/196/358, ხოლო მესამე პოზიციაზე თორნიკე ტაბატაძე გავიდა - 152/173/325.

102 კილოგრამ წონით დივიზიონში პირველობა არავის დაუთმო ირაკლი ჩხეიძემ. ზუგდიდელმა ძალოსანმა ატაცში 168 კგ დააფიქსირა, აკვრაში - 210, ხოლო ორჭიდის ჯამში - 378. ვერცხლის მედალი ლაშა თაქთაქიშვილმა დაისაკუთრა - 137/177/314, ხოლო მესამე საბა ანთაური იყო - 139/155/288.

109 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე გახდა. ორჭიდის ჯამში მან 370 კილოგრამი დააფიქსირა და ზაზა ლომთაძეს 1 კილოგრამით აჯობა. მესამეზე აკაკი ტალახაძე გავიდა და მისი მონაგარი ასეთი იყო - 157/197/354.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ოთხთვიანი კრიზისიდან გაუვალ „კედლამდე“ - მამარდაშვილის განვლილი გზა
Marca: ოთხთვიანი კრიზისიდან გაუვალ „კედლამდე“ - მამარდაშვილის განვლილი გზა