ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემმა რეალი აირჩია - სიტი დანებებას არ აპირებს

„დორტმუნდის“ ინგლისელ შუახაზელს ჯუდ ბელინგემს მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს.

19 წლის ნახევარმცველზე ნადირობაა გამოცხადებული - „ლივერპული“, მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ ინტერესს ადასტურებენ.

Marca-ს ცნობით, ინგლისელი უპირატესობას „სამეფო კლუბს“ ანიჭებს.

წყაროს ცნობით, ბელინგემს მადრიდიდან მომავალ ზაფხულში ტრანსფერის შესახებ უკვე დაუკავშირდნენ. ინგლისელმა მათ დადებითი პასუხი გასცა.

ინგლისური წყაროები წერენ, რომ „სიტი“ ფეხბურთელით სერიოზულად არის დაინტერესებული და მის შეძენასაც გეგმავს, თუმცა საქმეს ფეხბურთელის სურვილი ართულებს, რომელიც უპირატესობას „რეალს“ ანიჭებს.

„მანჩესტერ სიტი“ ფეხბურთელის ოჯახს ესაუბრა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ჯუდს ჯერ „რეალისგან" შემოთავაზების მოსმენა სურდა. თუ მოლაპარაკებები კარგად წარიმართება, ის მომავალ სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დორტმუნდი“ 2023 წლის ზაფხულში 19 წლის ნახევარმცველისთვის 150 მილიონ ევროს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ნაკლი უნდა გამოასწოროს“ - კვარას თამაშს იტალიელი ექსპერტები აფასებენ
„ეს ნაკლი უნდა გამოასწოროს“ - კვარას თამაშს იტალიელი ექსპერტები აფასებენ