კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - თურქეთმა ქულები დაკარგა
Aa
Aa

კარგი ამბავი საქართველოს ნაკრებისთვის - თურქეთმა ქულები დაკარგა

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში, მე-5 ტურის შეხვედრაში თურქეთმა საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ლუქსემბურგთან ფრედ 3:3 ითამაშა, რაც საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ კარგი ამბავია.

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის ნახევარფინალში ოთხივე ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გადიან. 4 ნაკრებს შორის, პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, რაც რა თქმა უნდა, საკმაოდ კომფორტულ უპირატესობას ნიშნავს.

ამ ფრის შემდეგ, თურქებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვთ და ბურთების შეფარდება 17:3-ზე. თუ, საქართველო ჩრდ მაკედონიას მოუგებს (სასურველია 1-ზე მეტი ბურთით მოგება), ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტართან კომფორტული სხვაობით გამარჯვების კარგი შანსი იქნება. თურქები სტუმრად ფარერებს დაუპირისპირდებიან, რომელიც ამჟამად გიბრალტარზე უკეთესი ნაკრებია.

ვილი სანიოლის გუნდი ბურთების უკეთესი სხვაობის (ამჟამად 12:2-ზე) დაფიქსირების შემთხვევაში, მინიმუმ მე-2 საუკეთესო შედეგის მქონე პირველადგილოსანი გახდება და ნახევარფინალს ავტომატურად თბილისში ვითამაშებთ.

ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი პოტენციური პირველადგილოსნის მდგომარეობაც. საბერძნეთის ნაკრები 24 სექტემბერს სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსს დაუპირისპირდება. ქულის დაკარგვის შემთხვევაში ბერძნებიც 13 ქულით იქნებიან. მათ ბურთები ამჟამად 7:0-ზე აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ დღეს მე-3 ჯგუფში ყაზახეთის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა. მათ ამჟამად 13 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების შეფარდება 8:3-ზე აქვთ და დიდი ალბათობით ნახევარფინალის თამაში სტუმრად მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური სტადია 2024 წელს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები