ჰარი კეინი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ბაიერნი წინადადებას ამზადებს - ჰარი კეინი ბუნდესლიგაში?

BILD-ის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინის დამატებით დაინტერესებულია. მიუნხენურმა კლუბმა ფეხბურთელის გარემოცვას აუწყა, რომ თუ ჰარი კეინი „ტოტენჰემთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, „ბაიერნი“ ინგლისელს წინადადებით მიმართავს.

„ტოტენჰემი“ ჰარი კეინთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გეგმავს. ამ ეტაპზე ჰარი კეინსა და „დეზებს“ შორის მოლაპარაკება შეჩერებულია.

29 წლის ჰარი კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მან „ტოტენჰემის“ რიგებში პრემიერ ლიგაში 286 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 187 გოლი და 187 საგოლე პასი შეასრულა.

2009 წლიდან კეინი ლონდონურ კლუბში ასპარეზობს. მას იჯარით „ლეიტონში“ (2011), „მილუოლში“ (2012), „ნორვიჩსა“ (2012-13) და „ლესტერში (2013) უთამაშია.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 7 თამაშში 6 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება, რომელმაც 11 გოლით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ ხვიჩას რესურსი სრულად გამოიყენა“ - ფედელე მილანთან მატჩზე
„ნაპოლიმ ხვიჩას რესურსი სრულად გამოიყენა“ - ფედელე მილანთან მატჩზე