საფეხბურთო აგენტი ხვიჩაზე: „ქალაქით აღფრთოვანებულია და იტალიური სამზარეულო მოსწონს“
Aa
Aa

საფეხბურთო აგენტი ხვიჩაზე: „ქალაქით აღფრთოვანებულია და იტალიური სამზარეულო მოსწონს“

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, ჯენარო დი ნარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე დაწყებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. დი ნარდო „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს სტუმარი გახლდათ და „კვარას“ ნეაპოლურ ცხოვრებაზე ილაპარაკა.

„ხვიჩა ძალიან ბედნიერია და ვუხსნით, ქალაქი რა დინამიკით ცხოვრობს. ნეაპოლსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ. კვარა სერიოზული და ზრდილობიანი ბიჭია. ის ფაქტი, რომ ბაზასთან ახლოს ცხოვრება გადაწყვიტა, ნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული პიროვნებაა და საოცარი ოჯახი ჰყავს, რომელიც მხარს უჭერს.

ნეაპოლში რამდენიმე ადგილი მოინახულა და იტალიური სამზარეულო და ზღვა ძალიან უყვარს. ვხედავ, რომ ქალაქით უფრო და უფრო აღფრთოვანებულია. სკუდეტოს რაც შეეხება, იცის, რომ ნეაპოლში მასზე ოცნებობენ და უფრო და უფრო უკეთ ხვდება, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, თუმცა მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, ხვიჩა საუკეთესო ვუნდერკინდების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. „ოცნების გუნდში“ ევროპაში მოასპარეზე 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგად გამოიყურებიან. რამდენიმე წუთში „კვარას“ საქართველოს ნაკრების მაისურით, „დინამო არენაზე“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ ხვიჩას რესურსი სრულად გამოიყენა“ - ფედელე მილანთან მატჩზე
„ნაპოლიმ ხვიჩას რესურსი სრულად გამოიყენა“ - ფედელე მილანთან მატჩზე