სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო  სემინარი
Aa
Aa

სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ  კომიტეტში სეოკ-ის ინიციატივით და  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით ჩატარდა სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი, რომელსაც  დაესწრნენ  სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრები და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.

დამწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, აღნიშნული საგანმანათლებლო სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ფორუმზე განხილული იქნა აქტუალური საკითხები - ოლიმპიური თამაშების, ოლიმპიური სისტემის ფორმირების, სუფთა სპორტის, სპორტსმენთა უფლება-მოვალეობების, ასევე სპორტსმენთა პოსტ-კარიერული პრობლემატიკის შესახებ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს  სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა და ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა მდივანმა თეიმურაზ უკლებამ. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები ოლიმპიური მოძრაობის აქტუალურ საკითხებზე, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, ბუდუ, ზურიკო - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
კვარა, ბუდუ, ზურიკო - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია