ერთა ლიგა
Aa
Aa

მაკედონიის მწვრთნელი: ,,მატჩით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ არ გაგვიმართლა“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართა და ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით - 2-0 დაამარცხა.

 

მატჩის დასრულების შემდეგ, ჩრდილოთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი, ბლაგოი მილევსკი ქართულ მედიასთან ლაკონური იყო:

,,გასული ერთა ლიგის პლეი-ოფთან შეხება არ მქონია, მაშინ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი მე არ ვიყავი, ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ წარსულზე თქვენთან ვისაუბრო.

როდესაც ისეთი კლასის გუნდს ეთამაშები, როგორც საქართველოა, თავდაჯერებული უნდა იყო. ამიტომ არ ვთვლი, რომ მატჩისწინა განცხადებები უადგილო იყო.

ჩემი გუნდის ჩატარებული მატჩით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ არ გაგვიმართლა".

ბოლოს გეტყვით, რომ მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 14 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, 4 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და საკუთარი,  C4 ჯგუფი ბოლო ტურის მატჩამდე მოიგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისა და წლის ბოლო შეხვედრას გიბრალტარის წინააღმდეგ, სტუმრად, 26 სექტემბერს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება. საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები