Plazadeportiva: „მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილი გაუნაღდეს“
Aa
Aa

Plazadeportiva: „მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ საქართველოს ჯგუფში პირველი ადგილი გაუნაღდეს“

ესპანური გამოცემა, Plazadeportiva საქართველოს ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა. Plazadeportiva „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ხშირად წერს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ „მამარდას“ ბრწყინვალე ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C ლიგის მეოთხე ჯგუფის პირველი ადგილი გაინაღდა და მე-5 ტურში ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა. ვილი სანიოლის გუნდმა 15-დან 13 ქულა მოაგროვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მეორეადგილოსანს 6 ქულით უსწრებს.

გამარჯვება ვალენსიას მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიერ ნაჩვენები სიძლიერისა და ნაპოლის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიელებმა კარისკენ 18-ჯერ დაარტყეს, მამარდაშვილს გოლი არ გაუშვია, კვარაცხელია კი მეორე გოლის ავტორი გახლავთ და პირველი გოლის პროტაგონისტიც იყო“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების მომდევნო გაჩერება გიბრალტარია და მატჩი 26 სექტემბერსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი საუკეთესო იყო - Whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასებები
მამარდაშვილი საუკეთესო იყო - Whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასებები