გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა“ - Superdeporte მამარდას ასპარეზობას გამოეხმაურა

Plazadeportiva-ს შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს კიდევ ერთი ესპანური გამოცემა გამოეხმაურა. Superdeporte-მ „ვალენსიას“ ფეხბურთელზე დაწერა და ახალგაზრდა გოლკიპერი შეაქო.

„გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა, რომელშიც მისმა საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო, სრულად ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდი საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, რათა B ლიგის საგზური გაენაღდებინა. ქართველები პირველივე წუთიდან მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და ჩრდილოეთ მაკედონია მარტივად დაამარცხეს.

საქართველოს გამარჯვება მიოვსკის ავტოგოლმა და კვარაცხელიას გოლმა მოუტანა. გიორგიმ ვალენსიასთან გაფორმებული კონტრაქტი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენითა და ბრწყინვალე მატჩით აღნიშნა. მამარდაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონია შეაჩერა, რომელსაც მეტოქეზე მეტი ზუსტი დარტყმა ჰქონდა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის 6 სეივი ჰქონდა და Whoscored-მა და Sofascore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. Whoscored-მა მისი ასპარეზობა 8.0-ით შეაფასა, Sofascore-მა კი - 8.6-ით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამჯერად საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინა“ - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშზე
„ამჯერად საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინა“ - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშზე