ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ემოციები და ცრემლები - ფედერერმა ბოლო ოფიციალური მატჩი ჩაატარა

41 წლის როჯერ ფედერერმა კარიერაში თავისი ბოლო ოდიციალური შეხვედრა ჩაატარა. ლევერის თასის წყვილთა მატჩი, რომელშიც როჯერი რაფაელ ნადალთან ერთად ჯეკ სოკთან და ფრენსის ტიაფთან დამარცხდა (6:4, 6:7, 9-11), თუმცა ამჯერად შედეგი მეორეხარისხოვანი იყო.

ფედერერმა თავისი ბოლო ოფიციალური მატჩის შემდეგ საზოგადოებას მიმართა:

„მშვენიერი დღე იყო. ბიჭებს ვუთხარი, ბედნიერი ვარ, არ ვწუხვარ. ხალისით ხელახლა შევიკარი თასმები ჩემს სპორტულ ფეხსაცმელზე. ყველაფერი ბოლო იყო.

სასაცილოა, მაგრამ ამდენი მატჩის შემდეგ და იმის გამო, რომ ირგვლივ ბიჭები, ნათესავები, მეგობრები არიან, დიდი სტრესი არ მქონდა. მაგრამ მე მქონდა იმის შიში, რომ მატჩის დროს ფეხი ან ზურგი ამტკივდებოდა. ძალიან მიხარია, რომ მთელი თამაშის ჩატარება შევძელი.

მატჩი შესანიშნავი გამოდგა, ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი მშვენიერი იყო.

და, რა თქმა უნდა, რომ ვითამაშე რაფასთან ერთ გუნდში, ვიყო ყველა ბიჭისა და ლეგენდის კომპანიაში... Rocket (როდ ლეივერი), სტეფან ედბერგ, მადლობა.

მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც ჩემთან ერთად იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. და მადლობა ენდის, თომასს, ნოვაკს, მატეოს, კემს, სტეფანოსს, რაფას და კასპერს. და, რა თქმა უნდა, გუნდის სხვა წევრებს. ბიჭებო, თქვენ წარმოუდგენლები ხართ. ძალიან სასიამოვნო იყო ლეივერის თასზე ამდენჯერ თამაში.

და მაქვს განცდა, რომ ეს დღესასწაული იყო. მინდოდა ამის შეგრძნება და ასეც მოხდა. მიხაროდა ჩოგბურთის თამაში და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. შესანიშნავი მოგზაურობა იყო და სიამოვნებით გავიმეორებ.

ეს იყო შესანიშნავი, საოცარი, ძალიან მაგარი. მადლობა ყველას. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამიჭირა მხარი და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ჩემს მეუღლეს ჩემი შეჩერება დიდი ხნის წინ შეეძლო. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მან ძალა მომცა და თამაშის საშუალება მომცა. ის საოცარია. მადლობა“.

რაფა და ნოვაკი - როჯერთან გამორჩეულ მატჩზე

რაფაელ ნადალი:

„გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ 2017 წლის ფინალი ავსტრალიაში განსაკუთრებული იყო თავისი მნიშვნელობით. რამდენიმე თვით ადრე, ორივე ტრავმირებულები ვიყავით და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იქნებოდა საქმეები. შევძლებთ თუ არა ამ დონეზე დაბრუნებას. რამდენიმე თვის შემდეგ კი ავსტრალიაში ფინალში ხუთ სეტიანი მატჩი ვითამაშეთ“.

ნოვაკ ჯოკოვიჩი:

„ჩემს პირველ გრანდ სლემის ფინალს ავირჩევ, 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობა. ეს მატჩი წავაგე. ეს იყო ჩემთვის პირველი სერიის ფინალი. იმ დროს ეს ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. ეს არის პირველი მატჩი, რომელმაც საშუალება მომცა დამეჯერებინა, რომ მათ დონეზე ვიყავი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“