ჰარი კეინი
Aa
Aa

ბაიერნი კეინს უმიზნებს - ჰარიმ ტოტენჰემთან მოლაპარაკებები შეაჩერა

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონიდან ცენტრფორვარდის შესაძენად იბრძოლებს. ტოპ კლასის 9 ნომერი, რომელიც ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ არსებულ სიცარიელეს შეავსებს.

Bild-ის ცნობით, „რეკორდმაისტერმა“ თვალი ჰარი კეინს დაადგა და თუ წყაროს დავუჯერებთ, მიუნხენელებმა ფეხბურთელის გარემოცვას სთხოვეს, რომ ინგლისელმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვას და მათ წინადადებას დაელოდოს.

„ბაიერნში“ ცენტრფორვარდის აუცილებლობის განხილვა სულ უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს და კეინი იდეალურ ვარიანტად განიხილება.

წყაროს ცნობით, „ტოტენჰემი“ შეშფოთებულია კეინის მიმართ „ბაიერნის“ ინტერესით. „დეზებს“ მსოფლიო ჩემპიონატამდე კეინისთვის კონტრაქტის გაგრძელება სურდათ, თუმცა ჰარიმ მოლაპარაკებები შეაჩერა.

ინგლისელი წინააღმდეგი არ არის, რომ 2023 წლის ზაფხულში „ბაიერნში“ გადავიდეს.

მიმდინარე სეზონში კეინმა „ტოტენჰემში“ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას შოუ“ - Corriere dello Sport-მა ხვიჩაზე დაწერა
„კვარაცხელიას შოუ“ - Corriere dello Sport-მა ხვიჩაზე დაწერა