ბენჯამინ მენდი, ჯეკ გრილიში
Aa
Aa

მენდის ძალადობის საქმე: წვეულებაზე გრილიშიც იყო და ერთ-ერთ მსხვერპლთან კავშირიც ჰქონდა

„მანჩესტერ სიტის“ ფრანგი მარცხენა მცველი ბენჯამინ მენდი ძალადობის ბრალდებით დაპატიმრებულია, თუმცა მის საქმეში კიდევ ერთი ფეხბურთელის გვარმაც გაიჟღერა.

The Telegraph-ის ცნობით, ხსენებულ წვეულებაზე, რომელზეც მენდი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, „სიტის“ კიდევ ერთი მოთამაშე ჯეკ გრილიშიც იმყოფებოდა.

გრილიშმა და მისმა თანაგუნდელმა China White-ის ღამის კლუბში დაისვენეს, სანამ წვეულებაზე დაბრუნდებოდნენ (მენდის Cheshire-ის სასახლეში პრესტბერიში).

წვეულებაზე იმყოფებოდნენ გოგონებიც. ერთ-ერთმა მათგანმა, 23 წლის გოგონამ, თქვა, რომ იგი გააუპატიურა მენდის მეგობარმა, 41 წლის ლუის საა მატურიმ, ეს მანქანაში მოხდა, როცა ისინი სასმელზე მიდიოდნენ, რადგან გრილიშმა „არაყი მოითხოვა“.

სასამართლომ ასევე შეიტყო, რომ სახლში დაბრუნებისას მას სექსი ჰქონდა გრილიშთანაც, რის შემდეგაც ფეხბურთელი წვეულებაზე უგონოდ გათიშული ნახეს. არ არის დაკონკრეტებული, იყო თუ არა ჯეკთან სექსი ორმხირივ თანხმობის შედეგად. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯეკს ბრალი წაყენებული არ აქვს.

იმ წვეულებაზე 17 წლის გოგონაც იყო, რომელმაც თქვა, რომ მენდიმ იგი ორჯერ გააუპატიურა.

აღსანიშნავია, რომ წვეულება გასული წლის 23 აგვისტოს შედგა - სულ რაღაც 18 დღის შემდეგ, რაც გრილიშმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“