საქართველოს ნაკრები გიბრალტარშია - 22 ფეხბურთელი სანიოლის განკარგულებაში
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები გიბრალტარშია - 22 ფეხბურთელი სანიოლის განკარგულებაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო მე-6 ტურის შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

ვილი სანიოლის გუნდი ჩარტერული რეისით მალაგაში ჩავიდა, საიდანაც გიბრალტარში გადავიდნენ.

ფრანგი სპეციალისტის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია. ერთადერთი დანაკლისი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ, რომელმაც მაღალი ტემპერატურის გამო ჩრდ მაკედონიასთან შეხვედრაც გამოტოვა და ვერც გიბრალტართან ითამაშებს.

დღეს, საქართველოს ნაკრები გიბრალტარში პირველ ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლი ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონის მე-4 ჯგუფი უკვე მოიგო. 13 ქულით "ჯვაროსნები" პირველ ადგილზე იმყოფებიან. ახლა გასარკვევი რჩება მხოლოდ ის, თუ რომელი ნაკრები ითამაშებს ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარ მოედანზე. მას შემდეგ, რაც კვიპროსმა საბერძნეთს მოუგო, ოთხივე ჯგუფის ლიდერებს შორის სიტუაცია შეიცვალა. გიბრალტარის დამარცხების შემთხვევაში, სანიოლის გუნდი 2024 წელს ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას საჩუქარი საქართველოს - კვიპროსმა საბერძნეთი დაამარცხა
ქეცბაიას საჩუქარი საქართველოს - კვიპროსმა საბერძნეთი დაამარცხა