ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

მეივეზერმა MMA-ს იაპონელი მებრძოლი მეორე რაუნდში გათიშა

კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, დღემდე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა მორიგი საგამოფენო ბრძოლა გამართა.

ფლოიდის მეტოქე იყო MMA პრომოუშენის იაპონელი მებრძოლი რიზინ ასაკურა იყო.

ბრძოლა მხოლოდ ორ რაუნდს გაგრძელდა და რა თქმა უნდა, მეივეზერის გამარჯვებით დასრულდა. ფლოიდმა იაპონელი მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. არბიტრმა შეხვედრა მალევე დაასრულა, რადგან გაგრძელება ასაკურასთვის სახიფათო იქნებოდა.

45 წლის მეივეზერი 2023 წელს კონორ მაკგრეგორთან მატჩრევანშს გეგმავს და საამისოდ სასურველ თანხასაც ასახელებს.

„იმედია 2023 წელს მე და კონორი ნამდვილი ბრძოლის გამართვას შევძლებთ. რა თქმა უნდა, უკვე იყო საუბარი საფასურზე, რომელსაც ავიღებ.

შესაძლებელია, რომ ეს იყოს ცხრანიშნა რიცხვი. მაგრამ თქვენ იცით, რომ ფლოიდი მზად არის დაიწყოს მინიმუმ 100 მილიონი დოლარით. ჩემი ფილოსოფიაა არასოდეს შეწყვიტო ფულის გამომუშავება“.

- ამბობს მეივეზერი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მეივეზერმა მაკგრეგორი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტადიჩის უარი - მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურით არ ითამაშებს
ტადიჩის უარი - მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურით არ ითამაშებს