შედგება დიდი დაბრუნება? ბარსა მესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
Aa
Aa

შედგება დიდი დაბრუნება? ბარსა მესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

„ბარსელონას“ ლიონელ მესისთან ურთიერთობის აღდგენა, დალაგება და მისი გუნდში დაბრუნება სურს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბი ახლა აანალიზებს სიტუაციას და ცდილობს გაარკვიოს, როგორ აღადგინოს ურთიერთობა მესისთან.

ამ დროისთვის „ბარსელონა“ არგენტინელთან თანამშრომლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ლეოსთვის, მათ შეუძლიათ მოაწყონ ცერემონია „კამპ ნოუზე“, პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად. მას ასევე შესთავაზონ კლუბის ელჩის როლი.

ასევე შესაძლებელია, რომ „ბარსელონა" ლეოს გაფორმებას 2023 წლის ზაფხულში ეცდება, როდესაც მას პსჟ-სთან კონტრაქტი დაუსრულდება. „ბარსას“ ჯერ არ დაურწმუნებია მესი, რომ კლუბში ფეხბურთელის რანგში დაბრუნდეს.

ასევე გასარკვევია, არის თუ არა ეს ტრანსფერი ფინანსურად შესაძლებელი - შესაძლოა, კატალონიელებმა სახელფასო ზღვარი ვერ დაარეგულირონ. საამისოდ, ლეოს ანაზღაურების დაკლება მოუწევს. გარდა ამისა, მათ სურთ გააანალიზონ, მოერგება თუ არა მესი „ბარსელონას“ ამჟამინდელ ტაქტიკურ სქემას. აღსანიშნავია, რომ ჩავი სიამოვნებით იღებს იმ ფაქტს, რომ არგენტინელი შესაძლოა „ბლაუგრანაში“ დაბრუნდეს.

თუ მესის დაბრუნება მოხერხდა, მას ძველებურად მარჯვენა ფლანგზე თამაში მოუწევს, რადგან ცენტრფორვარდად მინიმუმ 2 სეზონი რობერტ ლევანდოვსკი ითამაშებს. „ლა პულგას“ დაბრუნების შემთხვევაში, „ბარსა“ ავტომატურად მაღალი დონის მარჯვენა მცველის შეძენაზე დაიწყებს მუშაობას, რომ ფლანგზე ყველაფერი რიგზე იყოს.

მესის ჯერ არ სურს მომავალზე ფიქრი. ის ორიენტირებულია პსჟ-ს მატჩებზე და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებაზე. კარიერის შესაძლო ვარიანტების შეფასებამდე, ლეოს სურს ნახოს, როგორ წარიმართება ეს სეზონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტადიჩის უარი - მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურით არ ითამაშებს
ტადიჩის უარი - მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT სამკლაურით არ ითამაშებს