ხულიო რიბასი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

რიბასი: საქართველო კარგ ფეხბურთს თამაშობს, ისინი ფავორიტები არიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ხვალ გიბრალტარში ჩაატარებს.

გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და ფავორიტად საქართველოს ნაკრები დაასახელა.

ხულიო რიბასი:„საქართველო ჯგუფის ლიდერია. ქართველი ფეხბურთელები კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მათ ჰყავთ ახალი მთავარი მწვრთნელი და  ტოპ მოთამაშეები. ხვალინდელ თამაშშიც ფავორიტები იქნებიან. გიბრალტარის ნაკრებმა ბულგარეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან თამაშით დამანახა, რომ გუნდი იზრდება და 10-წლიან პერიოდში განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს. ჩვენ ვართ ოჯახი და თუ მეტი თამაში გვექნება, ისეთი, დონის როგორც C დივიზიონში მოგვიწია, ეს ძალიან დაგვეხმარება'.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დიმა შარიქაძე გიბრალტარიდან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას საჩუქარი საქართველოს - კვიპროსმა საბერძნეთი დაამარცხა
ქეცბაიას საჩუქარი საქართველოს - კვიპროსმა საბერძნეთი დაამარცხა