სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუ: „მზად ვიყავი, იანისი ამეყვანა, ქართველებმა მას ხელი ორ-ორჯერ ჩამოართვეს“

ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსს“ შეუერთდა და პირველი პრესკონფერენციაც ჰქონდა. „მამუმ“ საქართველოში გამართულ ევრობასკეტზე და თანაგუნდელზე, იანის ანტეტოკოუნმპოზე ისაუბრა, რომლის საბერძნეთთანაც აკროპოლისის თასზე ვითამაშეთ, მაგრამ „გრიკ ფრიკს“ მატჩის გამოტოვება მოუწია.

„ევრობასკეტი ყველაფერი იყო, რასაც ველოდი და გაცილებით მეტიც. იანისთან შეხვედრას რაც შეეხება, მინდოდა, მის წინააღმდეგ დაცვაში მე მეთამაშა. მე ან თოკოს. მის შესაჩერებლად მოვემზადეთ, თუმცა არ ვიტყვი რა გავაკეთეთ, რადგან ეს საიდუმლოა.

მასთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდით, მაგრამ თამაშის დღეს გავიგეთ, რომ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებდა და ჩვენს გასახდელში ყველა განაწყენებული და იმედგაცრუებული იყო. შეხვედრის შემდეგ, ხაზში ვიდექით, რათა მეტოქისთვის ხელი ჩამოგვერთმია და დავინახე, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა იანისს ხელი ჩამოართვეს და შემდეგ ისევ რიგში ჩადგნენ. როცა ვკითხე, რას აკეთებდნენ, მიპასუხეს, რომ უნდოდათ, მისთვის ხელი ორჯერ ჩამოერთმიათ. მინდოდა, რომ იანისს ეთამაშა და ასე რომ მომხდარიყო, მის წინააღმდეგ დაცვაში მე დავდგებოდი“.

ცნობისთვის, „მილუოკი“ ახალი რეგულარულისთვის მომზადებას 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს. „ბაქსი“ პირველ წინასასეზონო შეხვედრას გამართავს და „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე მათ ვენდობი, ხვალ ლორია ითამაშებს“ - სანიოლმა მეკარეებზე ისაუბრა
„მე მათ ვენდობი, ხვალ ლორია ითამაშებს“ - სანიოლმა მეკარეებზე ისაუბრა