მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

ალჯო: „მერაბი ბულდოზერია, ის უბრალოდ არ იღლება“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა. „ალჯომ“ MmaJunkie-სთან საუბრისას თავისი წონითი დივიზიონის მებრძოლები დაახასიათა და „მანქანაზე“ დადებითად ისაუბრა.

„მერაბ „მანქანა“ დვალიშვილი. ვფიქრობ, მისი მეტსახელი ყველაფერს თავად ამბობს და არაფერია დასამატებელი. სავარჯიშო დარბაზი ახლახან დავტოვე და მის სპარინგს ვიღებდი. ეს ბიჭი ბულდოზერი და დამანგრეველი ძალაა. იგი ხალხს უბრალოდ ანადგურებს.

დვალიშვილს შეუძლია, 20-ჯერ გაისროლოს და 20 თეიქდაუნი განახორციელოს. იგი ადგომის საშუალებას მოგცემთ, რათა ისევ თეიქდაუნი შეასრულოს და საჯდომზე დაგაგდოთ. ამის შემდეგ, ოქტაგონის ცენტრში დაინახავთ, სადაც გაუჩერებლად იმოძრავებს. უყურებ ამ ყველაფერს და გიჩნდება კითხვა ეს ბიჭი როგორ არ იღლება. მერაბის ჩხუბები საინტერესო სანახავია. მის ბრძოლებში მოქმედება ყოველთვისაა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: “კვარაცხელია ნიცაში? ეს თავისუფლად იყო შესაძლებელი“
ფრანგული მედია: “კვარაცხელია ნიცაში? ეს თავისუფლად იყო შესაძლებელი“