მესი: „ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მბაპე ცხოველია“
Aa
Aa

მესი: „ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მბაპე ცხოველია“

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კლუბის გეგმებსა და თანაგუნდელებზე, კლიან მბაპეზე და ნეიმარზე ისაუბრა. „ლა პულგამ“ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მისი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და „რეალთან“ გამართული დაპირისპირებაც გაიხსენა.

ნეიმარზე

„მე და ნეიმარი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ბარსელონაში შესანიშნავი დრო გავატარეთ. მინდოდა, ბარსაში უფრო დიდხანს გვეთამაშა და პსჟ-ში ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. გვიხარია, ერთად რომ ვართ. ნეის მხარდამხარ თამაში და მის გვერდით ყოფნა ძალიან მომწონს“.

მბაპეზე

„მბაპე განსაკუთრებული ფეხბურთელია. კილიანი ცხოველია, რომელიც მეტოქესთან ერთი-ერთზე შესანიშნავად თამაშობს. მბაპეს თავისუფალ სივრცეში შეჭრა შეუძლია, ძალიან სწრაფია და ბევრი გოლი გააქვს. იგი სრულყოფილი ფეხბურთელია და ამის დემონსტრირებას რამდენიმე წელია ახდენს“.

ჩემპიონთა ლიგაზე

„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამის შესახებ ყველამ იცის და პსჟ-ში დიდი ხანია, ამ ტიტულის დასაკუთრება სურთ. გასული სეზონი ძალიან მტკივნეული იყო იმის გამო, თუ რა სტილში დავმარცხდით. რეალის წინააღმდეგ ორი შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ტურნირს მცირე დეტალების გამო გამოვეთიშეთ“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 22 ქულა აქვს და ლიგა 1-ის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, 2 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 6 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუ: „მზად ვიყავი, იანისი ამეყვანა, ქართველებმა მას ხელი ორ-ორჯერ ჩამოართვეს“
მამუ: „მზად ვიყავი, იანისი ამეყვანა, ქართველებმა მას ხელი ორ-ორჯერ ჩამოართვეს“