„2-3 ასეთი ბრძოლა და ქამრისთვის იჩხუბებს“ - თოფურიამ კონორზე ისაუბრა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია კონორ მაკგრეგორის ვიდეოს გამოეხმაურა. ირლანდიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სპარინგის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და „ელ მატადორის“ თქმით, კონორს საჩემპიონო ბრძოლის მიღება შეუძლია.
Se le ve bien ! Atlético,sacando manos,patadas. Debería de volver con alguien normal . Tal vez striker para volver a coger confianza hacer 2-3 peleas así y después pelear por el cinturón ! Creo que puede hacerlo . Que opinan? https://t.co/KyiqozxkJT
— Ilia Topuria (@Topuriailia) September 26, 2022
„კონორი კარგად გამოიყურება. ათლეტურია და ხელებითა და ფეხებით კარგად ურტყამს. მის ადგილას, ვინმე ნორმალურს ვეჩხუბებოდი. შესაძლოა, მეტოქე სტრაიკერი ყოფილიყო, რათა თავდაჯერებულობა დამებრუნებინა. 2-3 ასეთი ბრძოლა და შემდეგ ქამრისთვის იჩხუბებს! ვფიქრობ, ეს შეუძლია, თქვენ რა აზრის ხართ“?
სხვათა შორის, თოფურიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკუთარ მომავალზეც ჰკითხა და დაინტერესდა, ბარბოზას შემდეგ ვისთან უნდა ეჩხუბა. ერთ-ერთი ვარიანტი მაქს ჰოლოუეი იყო და ილიას თქმით, ეს ის ბრძოლაა, რომელიც პირადად მას ყველაზე მეტად სურს.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ბარბოზას ბრძოლა 29 ოქტომბერს გაიმართება. ბრაზილიელი 36 წლისაა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია. იგი მე-13 ადგილს იკავებს და ილიას ორი პოზიციით უსწრებს.