ფიბამ რეიტინგი განაახლა - საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა
Aa
Aa

ფიბამ რეიტინგი განაახლა - საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა

ფიბამ საკალათბურთო რეიტინგი განაახლა და საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ადგილით დაწინაურდა. ილიას ზუროსის გუნდს 337.4 ქულა აქვს, 32-ე პოზიციას იკავებს, ევროპის მასშტაბით კი მე-18 გახლავთ. საქართველო 31-ე ადგილზე მყოფ მექსიკას 16.7 ქულით ჩამორჩება, ხოლო ისრაელს 4.7 ქულით უსწრებს.

პირველ ადგილზე კვლავინდებურად აშშ-ია, თუმცა ესპანეთი ლიდერს ბევრით არ ჩამორჩება. მსოფლიო კალათბურთის ორ გიგანტს შორის სხვაობა 1.8 ქულას შეადგენს. მესამე ადგილი ავსტრალიას ეკუთვნის - 741.1, ხოლო მეოთხე არგენტინაა, რომელიც 3 პოზიციით დაწინაურდა.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი პროგრესი ფინეთის ნაკრებს ჰქონდა, რომელიც 9 ადგილით დაწინაურდა. ისრაელმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ 8-8 პოზიციით წაიწიეს, ევრობასკეტზე ჩვენმა ყოფილმა მეტოქემ, ბელგიამ კი - შვიდით. ყველაზე დიდი უკუსვლა ანდორას, მალტასა და მოლდოვას ნაკრებებს ჰქონდათ - 12.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს და სტუმრად ისლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 11 ნოემბერს გაიმართება, 14-ში კი იტალიას ვუმასპინძლებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კოკა-კოლა, პეპსი და საოცარი ბიჭუნა“ - IJF-მა ქართველ ძიუდოისტებზე დაწერა
„კოკა-კოლა, პეპსი და საოცარი ბიჭუნა“ - IJF-მა ქართველ ძიუდოისტებზე დაწერა