გურამ კაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ეს გუნდი და ადგილი ჩემთვის ფეხბურთში ყველაზე საყვარელია“ - გურამ კაშია მე-100 მატჩზე

გუშინ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სტუმრად გიბრალტართან გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირება გამორჩეული იყო გურამ კაშიასთვის. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეროვნული ნაკრების მაისურით მე-100 საიუბილეო შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ჯაბა კანკავას და ლევან კობიაშვილს გუათანაბრდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, 35 წლის ფეხბურთელმა ემოციები გაგვიზიარა.

ძალიან მიხარია და ამით ძალიან ვამაყობ. 14 წელი მოვუნდი, რომ 100 თამაში შემესრულებინა. ეს გუნდი და ეს ადგილი ჩემთვის ფეხბურთში არის ყველაზე საყვარელი. მიხარია, რომ აქ ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს დავრჩები. მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის ნაკრებთან ერთად ვიქნები.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 2009 წლის 1 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. აღნიშნული მატჩი 35 წლის ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება შედეგს, ის ფრედ, 0:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა