ლერი აბულაძე, ნუგზარ წურწუმია, ჯონი ხეცურიანი
Aa
Aa

მსოფლიო ნაკრებში - ქართველი ფალავნები პრესტიჟულ ტურნირზე იჭიდავებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) მსოფლიოს ნაკრებში იჭიდავებენ.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) მსოფლიოს ნაკრების განაცხადი 2022 წლის შემაჯამებელი პრესტიჟული შეჯიბრებისთვის - მსოფლიოს თასისთვის შეავსო.

მსოფლიოს თასი ტრადიციული გუნდური ტურნირია, რომელშიც სეზონის გამორჩეული ნაკრებები და სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრებას 5-6 ნოემბერს, ბაქო უმასპინძლებს.

შეგახსენებთ,რომ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წურწუმიამ და აბულაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ხოლო ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია