მარკო ვან ბასტენი, ნიდერლანდები
Aa
Aa

“ნაკრებისთვის ბევრს არაფერს აკეთებს“ - ვან ბასტენმა ვან დაიკი გააკრიტიკა

მარკო ვან ბასტენის თქმით, ვირჯილ ვან დაიკი ნიდერლანდების ნაკრებისთვის ნაკლებად იხარჯება და მისი თამაში საკმაოდ უცნაურია.

ლეგენდარული ნიდერლანდელი მაინც თვლის, რომ „ლივერპულის“ ფეხბურთელი „ტიტების“ საუკეთესო მცველია, მაგრამ მას საკუთარი ქვეყნის წინაშე ბევრად მეტი მართებს. ასევე, მარკო ჟურიენ ტიმბერით არის აღფრთოვანებული და თვლის, რომ მას ნაკრების დახმარება იდეალურად შეუძლია.

რა თქვა ვან ბასტენმა?

„რეალურად დღეს ვან დაიკი ეროვნულ ნაკრებში საუკეთესოა, მაგრამ მას ინიციატივის ნაკლებობა აქვს. სინამდვილეში, ძალიან უცნაურია, როცა ასეთი კარგი ფეხბურთელი თავისი ნაკრებისთვის ასე ცოტას აკეთებს.

ტიმბერი მართლაც კარგი ფეხბურთელია და მას დიდი მომავალი აქვს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნიდერლანდების ნაკრები დაცვაში კარგად თამაშობს. ის ნამდვილად ტოპ მოთამაშეა.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა ერთა ლიგის საკუთარ ჯგუფში და მთლიანად A ლიგაში 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და საპლეიოფო ნახევარფინალს საკუთარ ქვეყანაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე, ვერ ვსუნთქავ, გთხოვ ეს ძალიან მტკივნეულია..“ - მე კევინ-პრინც ბოატენგი ვარ
„დე, ვერ ვსუნთქავ, გთხოვ ეს ძალიან მტკივნეულია..“ - მე კევინ-პრინც ბოატენგი ვარ